Monday, 2 July 2018

მეცხრე დღე

   ინტელის სასწავლო პროექტი,, პროექტებით სწავლება'' მიმდინარეობდა 9 დღის განმავლობაში.ამ ხნის მანძილზე გავიარეთ 8 მოდული.ტრენინგი იყო ძალიან ნაყოფიერი,ბევრი სიახლის მომცემი ჩემთვის.
  მეცხრე დღე იყო ძალიან შრომატევადი,გადავამოწმეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორტფოლიო და მასალები ავტვირთეთ ბლოგზე.მასში არსებულ მასალებს გამოვიყენებ არა მხოლოდ პროექტების დაგეგმვისას, არამედ საგაკვეთილო პროცესშიც.გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციები,კომენტარები დავუწერეთ ჩვენს კოლეგებს.
   მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ტრენერს-დიმიტრი პოპოვს, ასეთი დაუღალავი შრომისთვის.მოხიბლული ვარ პიროვნებით,მისი ნიჭიერებით.წარმატებული მომავალი მინდა ვუსურვო.

ჩემი პროექტის პორტფოლიო


პორტფოლიოს ბმული

Tuesday, 26 June 2018

მერვე დღე

განვიხილეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით.რა ტიპის ფასილიტაციის დოკუმენტები გამოიყენება სწავლებაში.განვსაზღვრეთ გეგმის კომპონენტები,პროექტის გეგმის ღირებულება.განვიხილეთ როგორ შეიძლება განხორციელდეს ფასილიტაცია,გავმართეთ დისკუსია,თუ როგორ ვხედავთ ფასილიტაციას ჩვენს პროექტებში.განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად.გავეცანით კომპიუტერით სარგებლობის წესებს.კომპიუტერით სარგებლობის ყოველდღიურ გეგმას.

Monday, 25 June 2018

მეშვიდე დღე
დავწერეთ კოლეგის მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რეფლექსია.ვისწავლეთ როგორ შეიძლება ვორდში მოცემული სიტყვის ჩანაცვლება სასურველი სიტყვით.პროექტზე მუშაობისას როგორ გამოვიყენოთ დიფერენცირება.განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ,რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის მსვლელობისას.გავიხსენეთ სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურების მონახაზის ჩამონათვალი.

Friday, 22 June 2018

მეექვსე დღე
ვიმუშავეთ ინტერნეტის ფუნქციების გამოყენებაზე.სასწავლო მიზნის საუკეთესო ინსტრუმენტების შერჩევაზე,ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე,განვიხილეთ თუ რა განსხვავებაა ინდიკატორსა და კრიტერიუმს შორის

Thursday, 21 June 2018

მეხუთე დღე
დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე,ვიმუშავეთ წყვილებში,დავწერეთ პრეზენტაციები კოლეგის პორტფოლიოს შესახებ.ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის დამახასიეთებელ უნარ-ჩვევებზე.გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.
   გავეცანით ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ხერხებს,ინტერნეტ თანამშრომლობით სასწავლო რესურსების გამოყენებას.