Tuesday, 26 June 2018

მერვე დღე

განვიხილეთ როგორ უნდა გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლების შეფასების მიზნით.რა ტიპის ფასილიტაციის დოკუმენტები გამოიყენება სწავლებაში.განვსაზღვრეთ გეგმის კომპონენტები,პროექტის გეგმის ღირებულება.განვიხილეთ როგორ შეიძლება განხორციელდეს ფასილიტაცია,გავმართეთ დისკუსია,თუ როგორ ვხედავთ ფასილიტაციას ჩვენს პროექტებში.განვიხილეთ აქტივობები მოსწავლეთა დასაჯგუფებლად.გავეცანით კომპიუტერით სარგებლობის წესებს.კომპიუტერით სარგებლობის ყოველდღიურ გეგმას.

Monday, 25 June 2018

მეშვიდე დღე
დავწერეთ კოლეგის მოსწავლის პრეზენტაციის შეფასების რეფლექსია.ვისწავლეთ როგორ შეიძლება ვორდში მოცემული სიტყვის ჩანაცვლება სასურველი სიტყვით.პროექტზე მუშაობისას როგორ გამოვიყენოთ დიფერენცირება.განვიხილეთ კითხვარი დიფერენცირებული სწავლების პრაქტიკის შესახებ,რომელსაც გამოვიყენებთ პროექტის მსვლელობისას.გავიხსენეთ სასწავლო პროექტის გეგმის პროცედურების მონახაზის ჩამონათვალი.

Friday, 22 June 2018

მეექვსე დღე
ვიმუშავეთ ინტერნეტის ფუნქციების გამოყენებაზე.სასწავლო მიზნის საუკეთესო ინსტრუმენტების შერჩევაზე,ვიმუშავეთ პრეზენტაციის შეფასების რუბრიკაზე,განვიხილეთ თუ რა განსხვავებაა ინდიკატორსა და კრიტერიუმს შორის

Thursday, 21 June 2018

მეხუთე დღე
დავასრულეთ მასწავლებლის პორტფოლიო და ავტვირთეთ ბლოგზე,ვიმუშავეთ წყვილებში,დავწერეთ პრეზენტაციები კოლეგის პორტფოლიოს შესახებ.ვისაუბრეთ 21-ე საუკუნის დამახასიეთებელ უნარ-ჩვევებზე.გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით სამართლებრივ და ეთიკურ ნორმებს.
   გავეცანით ინტერნეტში ინფორმაციის მოძიების ხერხებს,ინტერნეტ თანამშრომლობით სასწავლო რესურსების გამოყენებას.

Monday, 18 June 2018

მეოთხე დღე

შევისწავლეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები,მიზნები,აქტივობები და ინსტრუმენტები.
განვიხილეთ შეფასების განსაზღვრა მოსწავლავლეთა საჭიროებების დასადგენათ.
ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის პრეზენტაციის მომზადების საკითხებზე.

Saturday, 16 June 2018

დღე მესამე

ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე განვსაზღვრეთ პროექტის მიზნებისა და შედეგების შესაბამისობა.განეცანით ბლუმის გარდნერის დავალებებს,რომელიც დაგვეხმარება პროექტის დაგეგმვაში.შევეხეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს და შევარჩიეთ ჩვენი პროექტისათვის აქტუალურ საკითხებს.ვივარჯიშეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხების ჩამოყალიბებაში.

Sunday, 10 June 2018

მეორე დღე

გავეცანით პროექტის მოთხოვნებს,ვისწავლეთ ბუკლეტების და ბლოგის შექმნა,რომელიც საკმაოდ საინტერესო და მისაღებია,თანამედროვე მოთხოვნებს პედაგოგი  ვერ უპასუხებს მის გარეშე, ამიტომ პირადად მე აქტიურად გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში.ზოგადად, პროექტის ძირითადი არსია  ის რომ, მოსწავლეები სწავლობენ პრობლემის გადაჭრას,უვითარდებათ ლოგიკური აზროვნების უნარი,თვითონ ღებულობენ გადაწყვეტილებას.

პირველი დღე

პროექტის პრობლემის გამოყოფა და გადაჭრის გზების განსაზღვრა.გავეცანი პროექტის ნიმუშებს.პროექტებით ხდება პრობლემის გადაჭრა,მოსწავლეები თვითონ იღებენ ინფორმაციას,იღებენ გადაწყვეტილებას,თანამშრო.მლობენ ჯგუფში